კომაროვის მოსწავლეებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს!

16 ოქტომბერს ჩვენი სკოლის მეათე (მეშვიდე), მეათე (მეხუთე) და მეთორმეტე (მეორე) კლასელები, მასწავლებლებთან: დიანა არჯევანიძესთან  (ისტორიის მასწავლებელი), მაია ალავერდაშვილთან (მეათე მეშვიდე კლასის დამრიგებელი და ინგლისურ ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და ნათია ნაყოფიასთან (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) ერთად ეწვივნენ ხელნაწერთა ეროვნულ  ცენტრს. მათ  დაათვალიერეს მუდმივი საგამოფენო დარბაზი,  მონაწილეობა მიიღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე საგამოფენო-საგანმანათლებლო კონკურსში - "მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ".


პროექტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 190 მოსწავლე და 16 მასწავლებელი მონაწილეობდა. კონკურსი მოიცავდა ორ კომპონენტს: ესეების კონკურსი და ფოტოკონკურსი.


კომაროველებმა ჩვეულ ტრადიციას ამჯერადაც არ უღალატეს (ბოლო ოთხი წელია, რაც კომაროველები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო კონკურსში იმარჯვებენ) და ორივე კომპონენტში მოიპოვეს გამარჯვება.


ესეების კონკურსში გამარჯვებული გუნდი: 

პედაგოგი: ნათია ნაყოფია 

მოსწავლეები:

1. მარიამ ჯაფარიძე

2. მარიამ ჩხეიძე

3. მარიამ წურწუმია

4. ნიკოლოზ ცოცხალაშვილი

5. მახო ბირთველიშვილი


ფოტოკონკურსში გამარჯვებულნი:

პედაგოგი: დიანა არჯევანიძე

მოსწავლეები:

1. ნინო ხაჩიძე

2. ლიზი კავილაძე

3. ანდრია კიკონიშვილი.


6 ნოემბერს სხვა გამარჯვებულ მონაწილეებთან ერთად ჩვენი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა  და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოცემებით. გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გადასცა. მან გამარჯვებული სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები  სამომავლოდაც დაიგეგმება და სკოლებთან ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო ხასიათს შეიძენს.

 

კომაროვის სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდებს ამ წარმატებას!


ზემოთ